logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ძალიან დიდი და ბუმბერაზი ხალხი გვყავდა...
- +

3 მარტი. 2017. 20:49



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რეზო ჩხეიძის ფილმ-შედევრს „ჯარისკაცის მამა" ცენზურის გავლა გაუჭირდა. რადგან საბჭოთა ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ეპიზოდი სადაც ჯარისკაცი გიორგი მახარაშვილი სახეში ურტყამს ოფიცერს, რომელმაც ვენახს ტანკით გადაუარა, ამოსაღები იყო! მიაჩნდათ, რომ რიგითი ჯარისკაცის ხელის გარტყმა ოფიცერზე დაუშვებელი იყო! ამ ეპიზოდის განხილვაზე რეზო ჩხეიძეს უთქვამს სიტყვები: „ОН НЕ СОЛДАТ, ОН АТЕЦ!", ამ სიტყვების შემდეგ პრობლემა აღარ ყოფილა...

ძალიან დიდი და ბუმბერაზი ხალხი გვყავდა...", - წერს ტომარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner