logo_geo
eng_logo
დღეს, ეროსი მანჯგალაძეს 92 წელი შეუსრულდა...
- +

3 მარტი. 2017. 21:04



დღეს გენიალურ ქართველ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს, ეროსი მანჯგალაძეს 92 წელი შეუსრულდა.


ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონში, სოფელ ღანირში დაიბადა. ქართველი თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობს მაყურებლის სიყვარული და ყურადღება არასოდეს მოკლებია. მას ქუჩაში თავისუფლად სიარულიც კი არ შეეძლო, რადგან ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა. ამბობენ რომ რეალურ ცხოვრებაში ეროსი იმდენად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო, რომ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს თვალებსაც კი ვერ უსწორებდა.


„მოწაფეების პერიოდში მხოლოდ ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. მე-9 კლასში ვიქნებოდი, როცა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი, უდანაშაულო დამნაშავენი ვნახე, მომეწონა. გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი" - იგონებდა ეროსი მანჯგალაძე.


1945 წელს პირველად შესთავაზეს რადიოთი ფეხბურთის მატჩის რეპორტაჟი:


„ყურადღება, ლაპარაკობს თბილისი, ლაპარაკობს თბილისი! ჩვენი მიკროფონები თბილისის დინამოს სტადიონზეა", - 30 წელი ჩაესმოდა ეს ხმა ქართველ გულშემატკივარს.


ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა 1982 წლის 26 იანვარს თბილისში. უკანასკნელად მშობლიური რუსთაველის თეატრის სცენიდან ტაშით გააცილეს. ტაშს მთელი სცენა, პარტერი და იარუსები უკრავდა. აპლოდისმენტები ქუჩაშიც გადავიდა, რუსთაველის პროსპექტზე, რომელიც თავისუფლების მოედნიდან მოყოლებული ხალხით იყო გადაჭედილი.

 

„ჩვენ გვეგონა, რომ კოლეგას ვეთხოვებოდით, აღმოჩნდა, რომ ხალხი თავის რჩეულს ეთხოვებოდა" - აღნიშნავს თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი.

 

 

 

წყარო: arilitv.com

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner