logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: ერთი რამ უნდა ვთქვა, მე მინდა ვიყო აბსოლუტურად გულწრფელი...
- +

3 მარტი. 2017. 21:44



ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „რუსთავი2"-ში მისი მუშაობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი იყვნენ ის ხელმძღვანელები, რომელთან ერთადაც პირველად დაიწყო ტელევიზიაში მუშაობა. ამის შესახებ გრიგოლიამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.


„ერთი რამ უნდა ვთქვა, მე მინდა ვიყო აბსოლუტურად გულწრფელი, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი, როდესაც პირველად დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა.

 

უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, ჩემი პირველი რეპორტაჟების და პირდაპირი ეთერების მასწავლებელი იყო დავით დვალი, მაშინ ფურცლებით და კალმებით ვმუშაობდით, ამიტომ მე არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ვთქვა და არ დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ",- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner