logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: არ მინდა, საბერძნეთის სახელმწიფო სტრუქტურების პატიოსნებაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ…
- +

29 მარტი. 2016. 15:20


დავით ახალაიას ინტერპოლით დევნილის სტატუსი მოეხსნა, ამ თემაზე „ასავალ-დასავალს" უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა. მისი თქმით, ლობირებითა და ადვოკატებზე ფულის დახარჯვით ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს არ ამართლებს ხელისუფლებას.


„დავით ახალაიას საბერძნეთში მიუღია თავშესაფარი. არ მინდა, საბერძნეთის სახელმწიფო სტრუქტურების პატიოსნებაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ ლობირებითა და ადვოკატებზე ფულის დახარჯვით ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს არ ამართლებს ხელისუფლებას. აი კოჰაბიტაციის შედეგი!

 

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, მის გარშემო ბევრი არაპროფესიონალი შეიკრიბა, მაგრამ იქ იყო ორი კაცი, პირდაპირ ვიტყვი, ჩემი მეგობრები - ლაშა ნაცვლიშვილი და გელა ხვედელიძე, რომლებმაც ოპერატიული სიზარმაცე გამოიჩინეს. მათ დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული ხალხის გადმობირება კი არ უნდა დაეწყოთ, პირიქით, უნდა დაეკავებინათ და შემკვეთებზე გასულიყვნენ", - განაცხადა ხაბურძანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner