logo_geo
eng_logo
დავით დვალი: მე და ჯარჯი წავალთ მარტო ჩვენს 60%­ზე...
- +

3 მარტი. 2017. 22:04


 

„მე ყველანაირად გავაგრძელებ ბრძოლას, სანამ არ აღსრულდება სამართლიანობა, ეს პროცესი არც ერთ ვარიანტში არ დამთავრდება" , - ამის შესახებ დავით დვალმა „რუსთავი­2"­ის გარშემო განვითარებულ პროცესებზე, „რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუშ ისაუბრა. ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის პირველ დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს პირობა მისცა, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში 50%­იან წილს მათ გადასცემს.


დავით დვალი:  ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ კარგად დამთავრდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია დაუბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მფლობელებს, ვისაც ის უკანონოდ ჩამოართვეს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე ყველანაირად გავაგრძელებ ბრძოლას, სანამ არ აღსრულდება სამართლიანობა, ეს პროცესი არც ერთ ვარიანტში არ დამთავრდება. სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ვისაც ის წაართვეს უკანონოდ.


- თავის დროზე ამასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილსაც...

 

- ვერ გეტყვით, ეს ალბათ მის ოჯახს უნდა ჰკითხოთ. თუ ოჯახი თვლის, რომ აქვს რაიმე საპრეტენზიო, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა. უბრალოდ ხაზს გავუსვამ ერთ რაღაცას, მე და ჯარჯი წავალთ მარტო ჩვენს 60%­ზე. მარტივი მიზეზის გამო, ის, რაც მოხდა 2004 წელს, მოხდა ჩვენს თავზე. კიწმარიშვილის პროცესი სხვა დროს ხდებოდა და სხვა ფონი ჰქონდა ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენი სახელით შემიძლია ლაპარაკი.

 

- გენერალურ დირექტორად ისევ რევაზ საყევარიშვილი მოიაზრება?

 

- ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ ერთის მაგივრად ორი კანდიდატურა უნდა წარმოგვედგინა და იმიტომ დასახელდა. თუმცა ამაზე ჯერჯერობით საუბარი არის. ჯერ პროცესი დამთვარდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner