ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მალხაზ გულა-ჭინჭარაული - ჰააააა.... ჰააააა...
დღეს ინგას „რეაქციაში" მრავალი წლის შემდეგ პირველად, ერთ სტუდიაში, ერთად ჩემი მეუღლე, მახო და ჯანგირაშვილი.
იმედს ვიტოვებ, 2010 წლის „კავკასიის" წყეული ეთერივით პატრულებს, სოდს, კუდს და ზონდერებს არ მოუხმობს ინგა.
მოკლედ, გამაგრდი, მახო! შენს გვერდით ვართ. იმედი მაქვს , რომ სტუდიიდან პირდაპირ „კაპეზეში" არ ამოყოფს ნახევარი დარბაზი თავს.
ამდენი იმედი კი იმიტომ მაქვს, რომ „კოლმეურნეობის თავმჯდომარისგან" განსხვავებით ინგა პროფესიონალი ჟურნალისტია და არა გაკაპასებული და ისტერიული „ჟურნალюგა", - წერს გაგუა.