logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ხიდაშელმა არ შეინარჩუნოს თანამდებობა
- +

29 მარტი. 2016. 15:22


ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების საფუძველს ვერ ხედავს. მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრმა არ შეინარჩუნოს თანამდებობა", - აღნიშნავს სესიაშვილი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბევრს სურს დახატოს სურათი, თითქოს „ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა, თუმცა, ეს ასე არ არის.



გუშინ უმრავლესობის სხდომა გვქონდა და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიხილავდით ყველა საკითხს. მე რა განცხადებაც მოვისმინე, არის, ის, რომ რესპუბლიკური პარტია რჩება როგორც კოალიციაში, ასევე მთავრობაში მათი წარმომადგენლები იკავებენ პოსტებს. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ყველა პარტია ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ამას თავად გადაწყვეტს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner