logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ევროსასამართლო არ არის უფლებამოსილი გააუქმოს, შეცვალოს ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები!
- +

4 მარტი. 2017. 00:09


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელშ სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნაცებო" მოკეტეთ ტყუილების ტირაჟირება! ევროპის სასამართლო არ წარმოადგენს ეგრეთწოდებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და არ არის უფლებამოსილი გააუქმოს, შეცვალოს ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები ან გააუქმოს ადგილობრივი კანონები. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის ან/და მისი დამტებითი ოქმების კონკრეტული მუხლების დარღვევას და დაადგინოს მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით. სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს სახელმწიფო აანაზღაუროს ყველა დანახარჯი, რომელიც გაწეული იყო საქმის წარმოებისას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, განმცხადებელს არ დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა (მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაღებული დანახარჯები)", - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner