logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის გამოსვლამ კონგრესში რეიტინგით „ოსკარის“ დაჯილდოებას აჯობა
- +

4 მარტი. 2017. 00:10



კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს სიტყვით პირველად მიმართა. მისი გამოსვლის სატელევიზო რეიტინგმა 30%-ით გადააჭარბა ამერიკის კინოპრემიის "ოსკარის" ცერემონიის სატელევიზიო რეიტინგს, თუმცა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ბარაქ ობამას პირველი მიმართვის რეიტინგი.


ორშაბათს საღამოს, ტრამპის გამოსვლას ტრანსლიაციას კონგრესში უწყვეტად უყურა საშუალოდ 43 მილიონმა მაყურებელმა, ხოლო კვირას გამართულ „ოსკარის" ცერემონიას - 39, 9 მილიონმა ადამიანმა.


ტრამპმა რეიტინგით აჯობა ასევე უმცროსი ჯორჯ ბუშის გამოსვლას კონგრესში 2001 წელს, რომელმაც ტელეეკრანებთან 39 მილიონ ადამიანს მოუყარა თავი, მაგრამ ჩამორჩებოდა პრეზიდენტ ბარაქ ობამას მაყურებელთა როდენობას, რაც 52 მილიონი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner