logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: ამაზეც აღშფოთდებით ახლა, ვინც თოფაძის უშნო ნათქვამზე დაიხოკეთ სახეები?! თუ ნინოს ეპატიება?!
- +

4 მარტი. 2017. 00:27



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„რაღაც უნდა გაგახსენოთ ახლა და თქვენი აზრი მაინტერესებს:

 

გახსოვთ, გოგი თოფაძემ პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას სიტყვა „დაუნი" რომ იხმარა და ამის გამო კინაღამ ჯვარს აცვეს? როგორ გაბედა დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებაო და გადაუარეს...

 

კი, ბატონო, ვეთანხმები პათოსს - არ შეიძლება ამ სიტყვის სალანძღავ სიტყვად გამოყენება, რაზეა საუბარი... არაეთიკურია ნამდვილად, მაგრამ ახლა რატომ გავიხსენე ეს ამბავი, გეტყვით:

 

„ისაც უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გიხარიათ ძალიან მსუბუქი შეფასებით გონებაშეზღუდულები ხართ", - ამას საკუთარ facebook-ზე ნინო ჯანგირაშვილი წერს...

 

მაქვს კითხვა:

 

არის თუ არა ახლა იგივე მომენტი ქალბატონი ნინოს შემთხვევაშიც, რაც ბატონი გოგის შემთხვევაში იყო?

 

აყენებს თუ არა ამ ფრაზით ჯანგირაშვილი შეურაცხყოფას გონებაშეზღუდულ ადამიანებს? (ესეც ხომ დაავადებაა, არა?)

 

და...

 

მე მეჩვენება, თუ ამანაც გოგითოფაძე ქნა ახლა ამით, რომ გონებაშეზღუდული ადამიანების მდგომარეობა სალანძღავ სიტყვად გამოიყენა?

 

არა, მართლა მაინტერესებს, რა...

 

ამაზეც აღშფოთდებით ახლა ის სასტავი, ვინც თოფაძის უშნო ნათქვამზე დაიხოკეთ სახეები?! თუ ნინოს ეპატიება?!", - წერს ლაბარტყავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner