logo_geo
eng_logo
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის კონგრესმა დონალდ ტრამპს 20 მლნ დოლარი გამოუყო
- +

4 მარტი. 2017. 01:00



აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო იუწყება, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად კონგრესმა დონალდ ტრამპს ჯერჯერობით მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კედლის ასაშენებლად 21 მილიარდი დოლარია აუცილებელი.


თავდაპირველად ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს. ოფიციალურმა მეხიკომ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში ამ თანხებს მექსიკას გადაახდევინებს - სავაჭრო გადასახადების გაზრდის ან ფინანსური დახმარების შემცირების გზით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner