„ვიღაც-ვიღაცეები პოლიტიკაში არიან და... ვერ ხვდებიან, როგორ შეაზიზღეს ხალხს თავი!", - ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვიღაც-ვიღაცეები იმდენად ყალბები არიან, თითქოს პროფესორები, თითქოს ქალაქელები, თითქოს „ელიტა", თითქოს „ბომონდი", რომ მათი ყოველი სიტყვა, ყალბი და ზერელე, ყარს! ყარს! ყარს! რადგან ყალბია და პროპაგანდისტული, რომელსაც პირადი მერკანტილური ინტერესი უდევს! სად იყვნენ ეს „ევროპული არჩევანის" მკეთებლები, როცა მათნაირები ხალხს ძარცვავდნენ, კლავდნენ?! აი, ეს სიყალბე და საზიზღარი პირმოთნეობა, ამაზრზენ ტონალობაში წარმოთქმული, აიძულებს ადამიანებს გაიხარონ იმით, რაც, პრინციპში, არაა გასახარი. მაგრამ მთავარი სიყალბე - ნათქვამის შინაარსია, რადგან ვერავინ დააბრუნებს საქართველოს უკან, ვერც სიტყვის თავისუფლებას წაართმევს, ვერც სახელმწიფოს და ვერც თავისუფლებას! ქართველი ხალხის თავისუფლების ყველაზე დიდი მტერი - ეს ფრაზეოლოგია შეცვლილი ნეო-ბოლშევიკებია და მათი მხარდამჭერი მანდილოსნები: კოლონტაისა და ზასულიჩის სულიერი დები!", - წერს გიორხელიძე.