ავტორი ნინო ჯიბუტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის ჟოზეფ დოულის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.
„ევროპის სახალხო პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადების მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნის და მთელი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენ წავმართავთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ნამდვილი მეგობრები ევროპაში, რომლებთანაც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. მე გახლავართ ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი. და არ მგონია, რომ თვითონ ევროპის სახალხო პარტიის წევრთა უმეტესობა ამ განცხადებას იზიარებდეს, თუნდაც იზიარებდეს, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ვერ შეაფერხებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი განცხადებაა ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.