ევროპარლამენტმა პირველი ნაბიჯი გადადგა აშშ-ის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პოტენციური გაუქმებისთვის. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა კენჭი უყარა ამერიკის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას.
შემდგომი ნაბიჯის ფარგლებში ევროკომისიამ ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს საჭირო სამართლებრივი ზომები, რაც გააუქმებს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმებას.
„ევროკავშირის კომისია სამართლებრივად ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომლებიც დროებით დაადგენენ სავიზო მოთხოვნებს აშშ-ის მოქალაქეებისათვის იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ევროკავშირის 5 ქვეყანას უვიზო მიმოსვლის საშუალებას არ აძლევს", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.