logo_geo
eng_logo
ხვალ სანკტ-პეტერბურგის ქუჩიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

4 მარტი. 2017. 13:58




თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხვალ, 5 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სანკტ-პეტერბურგის ქ.2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.


მარათონი, „ჩემი გაზაფხული" ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება. მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner