შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალ ხელმძღვანელად დავით მჟავია დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ რუსთავში გადაიყვანეს.