logo_geo
eng_logo
ბექირ ბოზდაგი: გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიის ნორმებს ეწინააღმდეგება
- +

4 მარტი. 2017. 16:11



თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის თურქი დემოკრატების კავშირის" ღონისძიება, რომელშიც თურქეთის მთავრობის ორ მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა, დიპლომატიის ელემენტარულ ნორმებს ეწინააღმდეგება.


მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ ფაშისტური მეთოდები გამოიყენა.


გერმანიის ხელისუფლებას ეშინია სიტყვის თავისუფლების და ამიტომაც ბარიერებს ქმნის დემოკრატიის ნორმების უზრუნველყოფის გზაზე.

უცხო სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრის გამოსვლის აკრძალვა პირველყოფილი აზროვნების იშვიათი მაგალითია. ეს ამტკიცებს, რომ გერმანიის ხელმძღვანელობა ექსტრემიზმის, დისკრიმინაციის, რასიზმისა და ისლამოფობიის გავლენის ქვეშ არის", - განაცხადა ბექირ ბოზდაგმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner