თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის თურქი დემოკრატების კავშირის" ღონისძიება, რომელშიც თურქეთის მთავრობის ორ მინისტრს უნდა მიეღო მონაწილეობა, დიპლომატიის ელემენტარულ ნორმებს ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ ფაშისტური მეთოდები გამოიყენა.
„გერმანიის ხელისუფლებას ეშინია სიტყვის თავისუფლების და ამიტომაც ბარიერებს ქმნის დემოკრატიის ნორმების უზრუნველყოფის გზაზე.
უცხო სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრის გამოსვლის აკრძალვა პირველყოფილი აზროვნების იშვიათი მაგალითია. ეს ამტკიცებს, რომ გერმანიის ხელმძღვანელობა ექსტრემიზმის, დისკრიმინაციის, რასიზმისა და ისლამოფობიის გავლენის ქვეშ არის", - განაცხადა ბექირ ბოზდაგმა.