logo_geo
eng_logo
პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაჰკითხა
- +

4 მარტი. 2017. 17:41



ბათუმის პროკურატურამ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაჰკითხა. საქმე სასულიერო პირის ახლობლების უსაფრთხოების დაცვას ეხება.


ამის შესახებ „პირველს" მამა გიორგის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელეფონო საუბარში უთხრა.


ვადასტურებ ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დაკითხვაზე დაიბარეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა, ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საქმე მამა გიორგის ოჯახის წევრების დაცვას ეხება", - თქვა რამიშვილმა.

 

10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner