რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა აშშ-ის გარეშე გააგრძელოს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებების წინააღმდეგ.
„მოსკოვი ასეც იქცევა", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
სააგენტო AP თეთრი სახლის წარმომადგენელსა და დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დროებით გადადებს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან შეთანხმებაზე მუშაობას.