logo_geo
eng_logo
სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა
- +

4 მარტი. 2017. 18:37



დამასკოს ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენელმა, სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბაშარ ალ-ჯაფარმა განაცხადა, რომ ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ერთადერთი, რასაც მხარეებმა მიაღწიეს ათდღიანი კონსულტაციების შემდეგ, ესაა მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის პროგრამა.


მისი თქმით, მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები თანაბრად მნიშვნელოვანია. სირიის მთავრობას სურს, მოლაპარაკებებში გაერთიანებული ოპოზიციის დელეგაცია ჩაერთოს, - აღნიშნა ალ-ჯაფარიმ.


მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე შემდეგი საკითხები განიხილება: ტერორიზმთან ბრძოლა, სირიის ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც ნდობით ისარგებლებს, ახალი კონსტიტუციის შემუშავება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.


ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები მარტის ბოლოს გაგრძელდება.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.


სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა „სირიის თავისუფალი არმია" შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner