logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა
- +

4 მარტი. 2017. 18:41




3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილე 12 გუნდის შემადგენლობაში იყვნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები.


ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ხოლო პირველი ადგილის მოპოვება 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს.


დიდუბის რაიონის გამგეობამ გამარჯვებულ გუნდებს თასები, სიგელები და პარფიუმერული ქსელის ვაუჩერები გადასცა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner