logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს
- +

4 მარტი. 2017. 19:47



ჩრდილოეთ კორეის ელჩი კან ჩხოლი მალაიზიაში პერსონა ნან გრატად გამოცხადდა და მას ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.


ელჩი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის მკვლელობის საქმეზე მალაიზიის საგამოძიებო ორგანოების დასკვნებს აკრიტიკებდა და ქვეყანას სეულთან შეთქმულებაში ადანაშაულებდა.


არსებუი ინფორმაციით, კან ჩხოლი, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამოიძახეს კუალა-ლუმპურში საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, თუმცა ელჩი უწყებაში არ გამოცხადდა. ამის შემდეგ  საელჩოს ოფიციალური ნოტა გაეგზავნა.


ჩრდილოეთ კორეს ლიდერის ძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობისთვის ინდონეზიელი და ვიეტნამელი ქალები დააკავეს მალაიზიაში. სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner