logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც „ნაცმოძის“ არგუმენტებს იზიარებს...
- +

4 მარტი. 2017. 20:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას ხელს, ნაცმოძის ვა-ბანკი შეუწყობს. მათ ხომ სტრასბურგის სასამართლოს მიწერეს, თუ აღსრულებას არ შეაჩერებთ: თბილისის ქუჩებში ქაოსი ატყდებაო და მსგავსი არგუმენტები. მორიგე მოსამართლემაც უფრო ვერ გარისკა, ვიდრე გარისკა! სტრასბურგში ცრემლით დასველებულ, გაგზავნილ ეპისტოლეზე, ციცერონის გამონათქვამი გამახსენდა : Epistola non erubescit (წერილი არ წითლდება).

 

სოც-ქსელში ევროსკეპტიკოსებიც ძალიან გააქტიურდნენ... ერთი კითხვა იმ ხალხს, ვინც „ნაცმოძის" არგუმენტებს იზიარებს: თქვენი „საუკეთესო და მოსაწონი ვერსიით", რა უნდა ექნა ხელისუფლებას? დაერეკა მოსამართლეებისთვის და „რუსთავი-2" ნაცებს დაუტოვეო თუ ხალვაში დაებარებინა - სარჩელი გამოიტანეო?! ეგებ მიპასუხოთ: ისეთი ტერორი და ზეწოლა-ქვედა დინებებია ქვეყანაში, ცხრავე მოსამართლეს ჩამოუარეთ და შეაშინეთ ან ყველანი ერთად მოისყიდეთო. მაშინ ეს (მორიგი) უტიფარი პასუხია და რამდენი კაცი დაიჯერებს, ერთად დავთვალოთ. ოღონდ არა „რუსთავი2"-ის კალკულაციით..." - წერს ოთარ ჩრდილელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner