logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ახალაიას ამოღება სააკაშვილის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა!
- +

29 მარტი. 2016. 15:53


უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ინტერპოლის მიერ დათა ახალაიას საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას აფასებს. „ასავალ-დასავალთან" საუბრისას ლორთქიფანიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და დათა ახალაიას „თეთრ ჩოხაში გამოწყობის" პოლიტიკური აქტი დროში დაემთხვა.


„შემთხვევითი არ არის, რომ პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და დათა ახალაიას „თეთრ ჩოხაში გამოწყობის" პოლიტიკური აქტი დროში დაემთხვა.

 

დიახ, ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ახალაიას ამოღება სწორედ რომ პოლიტიკური აქტია, რომელიც სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და მისი დასავლელი ლობისტების ძალისხმევით განხორციელდა!

 

თანაც, ახალაიაზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა ზუსტად იმ სცენარით მოხდა, რომელიც თავის დროზე ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში გამოიყენეს - ადეიშვილს ჯერ უნგრეთის ხელისუფლებამ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, შემდეგ ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოიღეს და ახლა ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის მრჩეველად არის გაფორმებული.

 

მოკლედ, ყოფილი ხელისუფლება - სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი - საკუთარი გეგმის განხორციელებას მშვენივრად ახერხებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner