ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „რუსთავი 2" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ხალვაში დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.
„აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ამით რაღაც გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ. ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და უფრო ადვილი გასაგები იქნება ქართველი მოსახლეობისთვის. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაეცა. სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.