logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: დიდი პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ქმნის „რუსთავი 2“-ს
- +

4 მარტი. 2017. 22:33



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ პატივს სცემს იმ ბირთვს, რომელიც „რუსთავი 2"-ს ქმნის.


„ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ქმნის „რუსთავი 2"-ს და, რომელიც აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მე მიყვარს პროფესიონალი ადამიანი, მიყვარს ადამიანი, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ კომპანიას სარგებელი მოუტანოს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.


ხალვაშმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის სასარგებლო ადამიანებთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.

 

„კალთებს ვერავის ჩამოვახევთ, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომლებიც კომპანიისთვის სასარგებლოები არიან, სიამოვნებით ვითანამშრომლებ", - განაცხადა ხალვაშმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner