ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ინფომრაციით, სირიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა МиГ-21-მა თურქეთის სამხრეთ პროვინციაში ჰატაიში განიცადა კატასტროფა.
რადიკალური დაჯგუფება „ახრარ აშ-შამი" თავისთავზე იღებს სირიის თვითმფრინავის ჩამოგდებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიელი პილოტი კატაპულტირების შედეგად თურქეთის ტერიტორიაზე დაეშვა.
„სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ხატაის პროვინციაში ჩამოვარდა, სირიას ეკუთვნოდა", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა.
მისივე თქმით, თვითმფრინავი МиГ-23 მოდელის იყო და არა МиГ-21, როგორც ამასექსტრემისტული ორგანიზაცია „ახრარ აშ-შამი" აცხადებდა.
ტელეკომპანიის წყარო აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.