logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებულია, „რუსთავი 2“-ის დირექტორი გახდება
- +

4 მარტი. 2017. 23:47



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თავის კუთვნილ წილებს აქიმიძესა და დვალს გაუნაწილებს.


როგორც ხალვაშმა განმარტა, შეთანხმება 50-50%-ზე მისაღებია მისთვის, თუ დანარჩენი პირობებიც შესრულდება.


„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ როდესაც სასამართლო პროცესები დამთავრდება და კომპანია გადმომეცემა მე, ჩემს კუთვნილ წილებს გავუნაწილებ აქიმიძეს. 50%-50% მისაღებია დანარჩენი პირობების შესრულების შემთხვევაში. გარკვეულია ყველა დეტალი. დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებულია, დირექტორი გახდება", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.


როგორც ხალვაშმა აღნიშნა, მას გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ მეწილეები არ გაყიდიან თავიანთ წილს.


იგი ასევე გამოეხმაურა დავით დვალის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ტელევიზიაში ცენზორად არ მივა.


„თუ ჩვენ გვინდა, რომ კომპანია იყოს მომგებიანი, ცენზურა არ უნდა იყოს. რადგან თუ გინდა შენი პროდუქტი კარგად გაყიდო, ამას სჭირდება მაყურებელი. მაყურებელს მოსწონს კრიტიკული აზრი. „რუსთავი 2" ახლა კრიტიკული არაა, ესაა პარტიული. კრიტიკულმა უნდა აკრიტიკო ყველაფერი რაც არ მოგწონს", - განაცხადა ხალვაშმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner