logo_geo
eng_logo
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს“
- +

5 მარტი. 2017. 01:49



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოვიტანოთ ერთი მარტივი და ლოგიკური დასკვნა:

 

1. „რუსთავი 2", „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები არ არიან ქართული პროექტები. ის შექმნა იმ ფსევდოლიბერალურმა და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლმა ძალამ, რომელმაც ფეხი მოიკიდა ამერიკაში და დასავლეთში. სწორედ  მათი მეშვეობით  საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განხორციელდა ფერადი რევულუციები და სახელმწიფო გადატრიალებები.

 

2. „რუსთავი 2"-ისა და „ნაცმოძრაობის" მეშვეობით ამ ძალებმა მოახდინეს 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალება, 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის განმტკიცება და ახლა მცდელობაა, კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდეს მათთვის სასურველი ძალა.

 

3. მიუხდავად ამისა ეს ვერ მოხერხდება, რადგან ამერიკაში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ფსევდოლიბერალური და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლი ძალები ევროპაშიც და ამერიკაშიც მარცხდებიან და უკან იხევენ.

 

4. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობა დამნაშავე ძალის ხელში მყოფი „რუსთავი 2"-ის მფლობელობისათვის.

 

5. არაერთი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობას" და მის სატელიტ ძალებს დასაყრდენი არ აქვს. აქედან გამომდინარე, არსად ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ მომხდარა და ვერ მოხდება რევოლუცია თუ სახელმწიფო  გადატრალება.

 

6. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილება, რადგან არავის უფლება არ აქვს ქვეყნის საშინაო საქმეებში გარედან აფათუროს ხელები", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner