ბლოკადის მონაწილეებმა დონბასში უკრაინა-რუსეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე წინაღობების აგება დაიწყეს, რომლის მიზანი ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ხელშეშლაა.
„ამჟამად ადგილის საინჟინრო მოწყობა მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
რადიკალები 1 თვის განმავლობაში 8 სარკინიგზო ხაზის ხელში ჩაგდებას აპირებენ, რომელთა მეშვეობითაც რუსეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა ხორციელდება.
შტაბის ცნობით, რკინიგზაზე წინაღობების მშენებლობაში უკრაინელი დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საომარი მოქმედებები 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადეს.