logo_geo
eng_logo
შსს-ს აკადემია ახალ პროექტს „შენი მომავალი - შსს-ს აკადემია“ ახორციელებს
- +

5 მარტი. 2017. 11:16



შსს-ს აკადემიამ, სამართლის საბაკალავრო პროგრამის და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის - „შენი მომავალი - შსს-ს აკადემია" - განხორციელება დაიწყო.


პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში - ბათუმში, ოზურგეთში, კასპში, წილკანსა და შუახევში აბიტურიენტებს შეხვდნენ.


შსს-ს აკადემიის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს აკადემიის საქმიანობა და სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრებზე შსს-ს არქივის მიერ უნიკალურ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ფილმის ჩვენებაც მოეწყო.


შსს-ს აკადემია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner