logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

5 მარტი. 2017. 11:19



შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული დ.ფ. დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner