ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალისა და ზუგდიდის რაიონების დამაკავშირებელი ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელები ჩაკეტეს.
გადასასვლელების ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო მთავრობამ გასული წლის შემოდგომაზე მიიღო.
ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიწაციების წარმომადგენლებმა.
აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობამ თავისუფლად ისარგებლოს ენგურის ხიდის გადასასვლელით.