logo_geo
eng_logo
თურქმა მაშველებმა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდნილი ავიაგამანადგურებლის პილოტი იპოვეს
- +

5 მარტი. 2017. 12:03



გამოცემა თურქმა Daily Sabah-ის ინფორმაციით, მაშველებმა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდნილი სირიის კუთვნილი ავიაგამანადგურებლის МиГ-23-ის პილოტი იპოვეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, დაჭრილია.  


პილოტი ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან დაახლოებით 500 მეტის დაშორებით იპოვეს. იგი ჯერ ჟანდარმერიაში, ხოლო შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


რადიკალური დაჯგუფება „ახრარ აშ-შამი" თავის თავზე იღებს სირიის თვითმფრინავის ჩამოგდებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიელი პილოტი კატაპულტირების შედეგად თურქეთის ტერიტორიაზე დაეშვა.

 

„სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ხატაის პროვინციაში ჩამოვარდა, სირიას ეკუთვნოდა", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა.


ტელეკომპანიის წყარო აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner