გამოცემა თურქმა Daily Sabah-ის ინფორმაციით, მაშველებმა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდნილი სირიის კუთვნილი ავიაგამანადგურებლის МиГ-23-ის პილოტი იპოვეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, დაჭრილია.
პილოტი ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან დაახლოებით 500 მეტის დაშორებით იპოვეს. იგი ჯერ ჟანდარმერიაში, ხოლო შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
რადიკალური დაჯგუფება „ახრარ აშ-შამი" თავის თავზე იღებს სირიის თვითმფრინავის ჩამოგდებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიელი პილოტი კატაპულტირების შედეგად თურქეთის ტერიტორიაზე დაეშვა.
„სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ხატაის პროვინციაში ჩამოვარდა, სირიას ეკუთვნოდა", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა.
ტელეკომპანიის წყარო აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.