ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, გუშინ, საკუთარი პარტიიდან „სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს.
როგორც ცნობილია, „სამოქალაქო პლატფორმიდან" მისი გარიცხვა ასევე ნიშნავს, რომ იგი გაირიცხება „ევროპის სახალხო პარტიიდანაც", რომლის შემადგენლობაშია „სამოქალაქო პლატფორმა".
შეგახსენებთ, რომ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი „ევროპის სახალხო პარტიაში" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.