პოლინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი განცხადება უკვე გაიგზავნა ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანა მალტაში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კანდიდატურად სარიუშ-ვოლსკი წარადგინეს, ის საკუთარი პარტიიდან „სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა.
შეგახსენებთ, რომ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი გუშინ, საკუთარი პარტიიდან „სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს.