logo_geo
eng_logo
სირიის ჩრდილოეთში, ომის გამო, ათობით ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი მიატოვა
- +

5 მარტი. 2017. 16:40



გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაცო სამმართველოს ინფომრაციით, სირიაში  66 ათასმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები, რომლებიც დაპირისპირებულ შეიარაღებულ ძალებს შორის აღმოჩნდნენ.


დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გაიქცა ქალაქ ელ-ბაბიდან და მასთან ახლომდებარე ტადუფიდან.


ეს ადგილები ამბოხებულთა კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს.


ელ-ბაბის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან, რომლებსაც სირიის სამთავრობო ჯარები უტევენ, კიდევ 26 ათასი ადამიანი გაიქცა. ამ მიმართულებით სამთავრობო ძალების ინტერესს სასმელი წყლის სათაო ნაგებობა წარმოადგენს, საიდანაც ალეპო მარაგდება წყლით.


ლტოლვილთა ახალი ნაკადის გადაადგილებას ის გარემოება ართულებს, რომ ჯიჰადისტებმა უკან დახევის დროს გზები და შენობა-ნაგებობები დანაღმეს.


ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი იმ რაიონისკენ მიემართება, რომელსაც სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებენ. მათ ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს.


სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner