logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სამწუხაროდ, „ისლამური ხალიფატი“ გაცილებით მეტია, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაცია!
- +

29 მარტი. 2016. 16:30


ევროპას ტერორიზმის ტალღამ კიდევ ერთხელ გადაუარა - 2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტებს ორმოცამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი, სამასს გადააჭარბა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა ხალიფატმა", იმავე „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომელიც საერთაშორისო ანტიტერორისტულ  კოალიციაში შემავალ ქვეყნებს „უარესი დღეების დადგომით" ემუქრება.


ამ თემაზე „ასავალ-დასავალს" ექსპერტი უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი თქმით, ამ ტერორისტულ გაერთიანებას საკუთარი იდეოლოგია და კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა აქვს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავს და მძლავრ ფინანსურ-ეკონომიკურ ბერკეტებსაც ფლობს.


„სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ისლამური ხალიფატი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.

 

დიახ, ამ ტერორისტულ გაერთიანებას საკუთარი იდეოლოგია და კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა აქვს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავს და მძლავრ ფინანსურ-ეკონომიკურ ბერკეტებსაც ფლობს. „ისლამური ხალიფატის" ოფიციალური ბიუჯეტი ზოგიერთი პატარა სახელმწიფოს, მაგალითად საქართველოს ბიუჯეტს 2-3-ჯერ მაინც აღემატება. ერთი სიტყვით, „ისლამური ხალიფატი" გაცილებით მეტია, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაცია!" - ამბობს მაისაია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner