ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქ. N 6-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 5 მარტის, 15:00 საათიდან, 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
გვაზაურის, თმოგვის, ბეჟანიშვილის, ღოღობერიძის და მიმდებარე ქუჩებს, ც. დადიანის ქ. N 303-დან N 323-მდე.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, facebook-სა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.