logo_geo
eng_logo
200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა
- +

5 მარტი. 2017. 18:04



6 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა   სამინისტრო  „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში"    200  დევნილ ოჯახს საცხოვრებელ  ბინებს  გადასცემს.


ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი,  48 კი  სამოთახიანი.


2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის  630 ოჯახს ბინები „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში" გადაეცა.


დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner