logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მიგრანტებისთვის საქართველოში რაიმე თავშესაფრის აშენება, ან მათი აქ შემოყვანა, არ იგეგმება
- +

5 მარტი. 2017. 18:08


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მიგრანტებისთვის საქართველოში რაიმე თავშესაფრის აშენება ან მათი აქ შემოყვანა არ იგეგმება და არ განიხილება.

 

ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი, არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას", - წერს ზაზა გაბუნია.


შეგახსენებთ, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის აზრით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. მისი განცხადებით, ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner