logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო
- +

29 მარტი. 2016. 16:31


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი მჭედლიძის ოჯახსა და ახლობლებს თანაუგრძნობს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.


„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო.

 

ნანა მჭედლიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კინოს. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა, ყველასათვის საყვარელმა რეჟისორმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში და იმ კინოფილმებიდან გავრცელებულ ფრთიან ფრაზებში გააგრძელებს სიცოცხლეს, დღესაც სიმოვნებით რომ უყურებს ყველა თაობის მაყურებელი. 

 

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია ნანა მჭედლიძის შემოქმედება", - ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner