logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ლექსომ იპოვა ის, რაშიც არის ბედნიერება...
- +

5 მარტი. 2017. 20:19


 

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალური ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ერთი ქალებში არ გვივლია ერთად... ჩვენი მომთაბარე და ახლო წარსულიდან ერთი ამბავი მახსენდება. მისი თეთრ შუშაბანდებიანი სახლის ძველ სამზარეულოში ვისხედით. როგორ მიყვარდა ის სახლი, რაღაცნაირი ეზოთი და მეზობლებით... მე ყავას ვსვავდი, ლექსო ლუდს და მითხრა:

- ხოსიტ, ბედნიერება სხვა რამეშია...უნდა ვწეროთ, თორემ ეს რომ არ ამოვთქვათ რაც შიგნით გვაქვს, მოვკვდებით...

მერე ბევრი დრო გავიდა და ლექსომ იპოვა ის, რაშიც არის ბედნიერება და ახლა მე ამ მანძილიდან უკან რომ ვიყურები, ამ ბიჭის - ჩემი მონათესავე სულის ჭურჭელს ვადარებ ჩემსას, ვხვდები, რომ მისი სავსეა, ჩემი კი სადაცაა ამოშრეს. მე თავს და სხვებს მოვუარე უფრო, მან - სულს...

მაგარი ბიჭია ლექსო. ძალიან მაგარი. წიგნიც მაგრად მომეწონება, ზუსტად ვიცი.

სახელიც რომ ეგეთი აქვს - „სტრანიერი"....იტალიურად უცხოელს ნიშნავსო და ჩემი ერთ-ერთი ნოველის გმირიაო...მარა, რავი, „სტრანიერი" მე ასე მესმის - „სტრანი-ერი"... უფრო „რადნოია" და ლექსოსეული.

მოკლედ მთავარი ინტრიგა წინ მაქვს. ზუსტად ვიცი, იქ უამრავ ჩემ ამბავსაც ვიპოვნი.

აღარ მახსოვს როდის, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ერთი ნოველა ჩემზეც დაწერა. რაღაც ავურიე მაშინაც, ალბათ... ალბათ, ბევრი წელი გავა კიდევ და კიდევ ბევრჯერ გამაოცებს ეს ბიჭი, რომელმაც თავისი „ბედნიერება" საჯაროდ საჯაროში დღეს პირველად გამოფინა და გაგვინაწილა ასე, უკლებლივ... მე კი, გულში ღრმად, შიგნითაც ჩამაბრუნა.

ვულოცავ მას!"- წერს ხოსიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner