საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინ, მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება.
„დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, მაგრამ ამასთან ერთად მწუხარებაც არ გვაკლია. წმნიდა მეფე დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ დავით მეფე ამბობს მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქმა იმიტომ რომ მას მრავალი განსაცდელი შეხვდა, ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გადაიქევა, მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევსთხოვთ, რომ ინებოს მწუხარება სიხარულით შეცვალოს.
მართლმადიდებლობა საყურადღებოა იმითაც რომ მსოფლიო საპატრიარქომ ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალია სცნო და გადმოგვცა ავტოკეფალიის და პატრიარქის სიგელი", - ბრძანა პატრიარქმა.