„იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმაზეც გეფიქრათ, როგორ დააბრუნოთ ჩვენს კომპანიაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიზელ-გენერატორი", - ამ სიტყვებით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივას სოციალურ ქსელში პასუხობს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხდა, რომ კარგი იქნება აღნიშნული ტელევიზიისთვის პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოს.
„იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმაზეც გეფიქრათ, როგორ დააბრუნოთ ჩვენს კომპანიაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიზელ-გენერატორი, რომელიც მიშა სააკაშვილმა წაიღო ჩვენი ქარხნიდან, რომლის ფასი მილიონამდეა? ჩაგეთვლებათ რომ სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნავთ", - აღნიშნა ხალვაშმა.