logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: იქნებ მიშას წართმეული მილიონიანი დიზელ-გენერატორის დაბრუნებაზე გეფიქრათ
- +

5 მარტი. 2017. 23:54


 

„იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმაზეც გეფიქრათ, როგორ დააბრუნოთ ჩვენს კომპანიაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიზელ-გენერატორი",  - ამ სიტყვებით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივას სოციალურ ქსელში პასუხობს. როგორც გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხდა, რომ კარგი იქნება აღნიშნული ტელევიზიისთვის პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოს.


„იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმაზეც გეფიქრათ, როგორ დააბრუნოთ ჩვენს კომპანიაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიზელ-გენერატორი, რომელიც მიშა სააკაშვილმა წაიღო ჩვენი ქარხნიდან, რომლის ფასი მილიონამდეა? ჩაგეთვლებათ რომ სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნავთ", - აღნიშნა ხალვაშმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner