„ჩემი საყვარელი კომბლე, არ მგონია, ნარკოტიკების მომხმარებელი იყოს, არ ჰგავს ეგეთს. ნაცარქექიას შეიძლება უსაქმურობის ნიადაგზე ჰქონოდა ამისკენ მიდრეკილება, არ ვიცი",- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა „მძიმე კაცთან" სტუმრობის დროს აცხადებს და აღნიშნავს, რომ მას ნარკოტიკები არასოდეს გაუსინჯავს.
„მე არასდროს გამისინჯავს, თუმცა იყო შემოთავაზებები მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში, მაგრამ რაღაცნაირად არ მიზიდავდა არასდროს და სიმართლე ვთქვა, მეშინოდა კიდეც", - განაცხადა ჯეჯელავამ.