logo_geo
eng_logo
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების რემონტი დაიწყეს
- +

6 მარტი. 2017. 00:20



თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე და კახეთის გზატკეცილზე - ორხევის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.


​როგორც "სითი კვირას" "თბილსერვისში" განუცხადეს, სარემონტო სამუშაოების გარდა განათების ახალი სისტემა ეწყობა ჭავჭავაძისა და კოსტავას გამზირებზე - ფილარმონიასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში.


მათივე ინფორმაციით, მონტაჟდება ანტივანდალური „დიოდური" სანათები, რომელიც ელექტროენერგიის 70%-მდე დანაზოგს იძლევა.


„თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა -პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს და განათების სისტემის შეცვლას ეტაპობრივად განახორციელებს.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner